ახალი ამბები
მდინარე რიონზე საფეხმავლო ხიდის მოსაწყობად ტენდერი მესამედ გამოცხადდა
FaceBook

ქუთაისის მერიამ მდინარე რიონზე საფეხმავლო ხიდი თითქმის სამი წელია  ვერ დააპროექტა.


2017 წლიდან ამ დრომდე ხიდის პროექტირებისთვის ტენდერი მესამედ გამოაცხადა.

ეტაპობრივად გაიზარდა თანხის რაოდენობაც.

თუ პირველი  ტენდერით  მერია  30 000 ლარს იხდიდა, ახლა უკვე ხიდის დაპროექტებისთვის საჭირო  თანხა  60 000 ლარამდე გაიზარდა.

ბოტანიკური ბაღიდან  წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე საფეხმავლო ხიდის პროექტის შესასყიდად  30 000 ლარიანი ტენდერი NAT190021384)  პირველად 2017 წლის 2 თებერვალს გამოაცხადდა, თუმცა, ხიდის დაპროექტების მრუსველი არ გამოჩნდა. 

ამის შემდეგ მერიამ თანხის რაოდენობა 45 000 ლარამდე გაზარდა.

ამჯერად სამუშაოების შესრულებაზე პუსუხისმგებლობა შპს "სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა" 35 444 ლარად აიღო, თუმცა, პროექტი თვითმართველობამ დაიწუნა.

შესყიდვების განყოფილების უფროსის მოადგილე, თიკო ბერიშვილი ამბობს, რომ გამარჯვებულ კომპანიის  პროექტი მერიას არც კი  ჩაუბარებია და არც შემსრუელბელს მიუღია ანაზღაურება.

ამის შემდეგ,  მერიამ  ტენდერი მესამედ და  ისევ გაზრდილი თანხით, 60 000 ლარზე გამოაცხადა.

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვაში  წინადადების მიღება 19 ნოემბერს დაიწყება და 22 ნოემბერს დასრულდება.


მდინარე რიონზე საფეხმავლო ხიდით,   ბოტანიკური ბაღი  და წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს უნდა დაუკავშირდეს, რაც ქუთაისის ცენტრში ტურისტულ წრეს შეკრავს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.