ახალი ამბები
ჭიათურაში შუქრუთის მაღაროები პარალიზებულია
FaceBook

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობას „ჯორჯიან მანგანეზის" საკუთრებაში არსებული, შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი პარალიზებული აქვს.


მოსახლეობამ აქციები მიმდინარე წლის 7 ნოემბერს განაახლა. ისინი ჩივიან, რომ მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს აზიანებს და კომპანიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ადგილობრივების განმარტებით, მათსა და კომპანიას შორის, სექტემბერში შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ზარალის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო. მოსახლეობა კომპანიას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

„კომპანია ამბობს, რომ ექსპერტიზა ჩატარდება და ამის შემდეგ გადაწყდება კომპენსაციის საკითხი. მოსახლეობა ამბობს, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ საკითხზე მუშაობაც არ დაუწყია. მუნიციპალიტეტის მთავრობა და კომპანია უნდა დასხდნენ და შეთანხმდნენ, როგორ მოაგვარონ ეს პრობლემა“, - ამბობს პროფკავშირების გართიანების თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე. gute sex dating seiten

მისივე თქმით პარალიზებული მაღაროებით ისევ მუშები დაზარალდებიან  და ხელფასების გაცემის საკითხი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რადგან მოპოვებულ მარგანეცზეა დამოკიდებული მუშების ანაზღაურება.

ქუთაისიპოსტმა შეკითხვებით მიმართა "ჯორჯიან მანგანეზს". კომპანიის პოზიციას პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, -
აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
13:10 / 25.11.2024
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, - აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.