ქუთაისის N1 და N41 სკოლებში მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდა მიმდინარეობს.
პედაგოგები გამოცდებს 8 ნოემბრის ჩათვლით ჩააბარებენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაცდენილი სასწავლო დღეები
სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით ანაზღაურდება. ამასთანავე, იმ
სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს,
დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ
რეჟიმში წარიმართება.
მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდა საქართველოს მასშტაბით სულ 12 საჯარო სკოლაში ტარდება. შესაბამისად, ჯამში ამდენივე სკოლის მოსწავლეებისთვის დაინიშნა დამატებით ორკვირიანი არდადეგები.
მასალის გამოყენების პირობები