ქუთაის-გაენათის ეპარქიის ხელმძღვანელად სინოდმა რუსთავის მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი აირჩია.
"სამწუხაროდ, ვრცელდება მოარული შეხედულება, რომ რუსებმა შურის გამო
გადაათეთრეს ჩვენი ტაძრები და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალეს. ეს
განცხადება ვიღაცამ ოდესღაც გაავრცელა და ბევრმა აიტაცა ისე, რომ არც
გაანალიზა, რაში იყო საქმე.
საერთოდ ტაძრები კი არ შეუთეთრებიათ, არამედ რუსეთის მეფის
საქართველოში სტუმრობის წინ, გზაზე, რომელზეც მას უნდა გაევლო, იმ
ტაძართა კედლები, რომლებზეც ფრესკების მხოლოდ ფრაგმენტებიღა იყო,
რადგან მათი რესტავრაციის ან ხელახალი მოხატვის საშუალება არ იყო,
შეათეთრეს და ხატები დაკიდეს; თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ
თბილისში სიონის, სამების, მამადავითის ტაძრები ხელახლა
მოიხატა".
"ჩვენი გვაშინებენ ჩრდილოელი მეზობლით - რუსეთით და გვიკიჟინებენ, რომ
"რუსეთი ამას და ამას გიზამთ თქვენ"... ქვეყანა, რომელსაც წარსულში
ბევრი ბოროტება დაატეხა თავს ჩვენს ქვეყანას, მომავალში კიდევ უფრო
მეტად გაგვამწარებს, "რუსეთს ეს და ეს გაუკეთებია ჩვენთვისო. რუსეთს
საქართველოსთან სულ ცოტა ორსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორია აქვს.
მანამდე ეს ურთიერთობები ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა.
ამ ურთიერთობის მთავარი სიკეთე იმაში მდგომარეობდა, რომ
საქართველოს ეძლეოდა საშაულება არსებობის ნიმ გზით გაგრძელებისა,
რომელიც 15 საუკუნის წინ აირჩია, რაც ძალიან კარგად იცოდა ერეკლე
მეორემ. თუ მის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯის შედეგს ფართო
მასშტაბით, ობიექტურად გავაანალიზებთ, ისტორიული პროცესი
დაგვიდასტურებს, რომ რუსეთთან თანაცხოვრების პერიოდი, საქართველოსთვის
დადებითი იყო, თუმცა დღეს ბევრი საპირისპიროს დამტკიცებას
ცდილობს".
იოანე გამრეკელი მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ, ბოლო
სამი თვე ქუთაისის ეპარქიაში დროებითი მმართველის მოვალეობას
ასრულებდა.
ეპისკოპოსი იოანე გამრეკელი 2009 წლის 1 ნოემბრიდან რუსთავის
მიტროპოლიტია. 2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა
და რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად დანიშნა.
2011 წლის 28 აგვისტოს, კი მიტროპოლიტის წოდებით
დააჯილდოვა.
ამავე თემაზე:
სტუდენტების სახელით საპატრიარქოში
გაგზავნილი წერილი და მზადება ქუთაისის ეპარქიის წინამძღოლობისთვის
(ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები