ფრანკფურტის “აინტრახტის” აუქციონერები ქუთაისის მერიას „ტორპედოს“ 20 წლიანი იჯარით აღებას სთავაზობს.
აინტრახტი ინვესტიციის სანაცვლოდ, რომლის მოცულობა ჯერჯერობით უცნობი, სტადიონისა და საფეხბურთო ბაზის საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ. ამ პერიოდის განმავლობაში, ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის აინტრახტის აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის აღზრდილებიც მოირგებენ.
კლუბის დროებითი მმართველი,
თემურ ჩეჩელაშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მერიისთვის
კლუბში შექმნილი უმძიმესი კრიზისის ფონზე, ყველანაირი შეთავაზება
მისაღები უნდა იყოს.
„რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ
მერის მოადგილეებს და ისაუბრეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, თანახმა ვართ ამ
პირობებზე, მაგრამ როცა დაბრუნდებიან და პასუხს გვეტყვიან, მაშინ
ვნახავთ რამდენად რეალურია ეს შეთავაზება“, - ამბობს თემურ
ჩეჩელაშვილი.
"ტორპედოში“ რამდენიმე თვეა ფინანსური კრიზისია. ორი წლის
შემდეგ კლუბი კვლავ ინვესტორის გარეშე დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები