ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს სანატორიუმებისა და აბანოების გამოსყიდვის გეგმაზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ წყალტუბოში ისაუბრა.
მისივე თქმით, წყალტუბოში ამის საჭიროება დადგა იმიტომ, რომ ამ
მიმართულებით ცალკეული ბიზნესის განვითარება ქალაქისთვის
საკმარისი არ აღმოჩნდა. მინისტრი აღიარებს, რომ სახელმწიფომ მცდელობის
მიუხედავად, მიტოვებული სანატორიუმების ფუნქციური დატვირთვა ვერ
შეძლო.
„ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა, რომელსაც, სამწუხაროდ,
მთავრობები ვერ გაუმკლავდნენ, რადგან ძალიან დიდ
ხარჯებზეა საუბარი. ჩვენ ვცდილობთ, გარკვეული ინფრასტრუქტურაც აშენდა,
მაგრამ ამ წლების მანძილზე ოთხ სანატორიუმზე მეტის პრივატიზება
ვერ მოვახერხეთ, მხოლოდ წერტილოვანი ინიციატივებით მისი
აღორძინება არის შეუძლებელი. ცალკეული ბიზნესები ცდილობენ
განვითარებას, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც იმსახურებს
წყალტუბო“,-განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე ქალაქში 8000-მდე სამუშაო
ადგილი შეიქმნება, ჯამში კი 20 000 ადამიანი დასაქმდება.
რეაბილიტაციის შემდეგ, წყალტუბოს ერთი მილიონი ტურისტი უნდა
ეწვიოს.
ნათია თურნავა წყალტუბოში ერთ-ერთ მიტოვებულ სანატორიუმში მას შემდეგ მივიდა, რაც ცნობილი გახდა ბიძინა ივანიშვილის გეგმა წყალტუბოს, როგორც საკურორტო ზონის განვითარებასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები