ქუთაისში, სოციალურად დაუცველი ის
300 ოჯახი, რომელთაც ფულადი დახმარების მიღება ერთი თვეა შეუჩერდათ
ფულად დახმარებებს დეკემბრამდე ვერ მიიღებენ.
ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სერვიცენტრის
ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე განმარტავს.
მისი თქმით, მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებს დაწყებული აქვთ
იმ ოჯახების დეკლარაციების შესწავლა, რომელთაც დახმარებები
შეუჩერდათ.
"სოციალური აგენტები გავგზავნეთ ოჯახების შესამოწმებლად, დეკლარაცია
შეივსო და შევსებიდან 30 კალენდარული დღე არის საჭირო ახალი
სარეინტიგო ქულის მისაღებად, შესაბამისად, დეკემბერში ვისაც ექნება
საჭირო ქულა დახმარების მისაღებად ის მიიღებს '',- ამბობს
ნინო ჭიღლაძე.
ქუთაისში სოციალურ დახმარებას 2 164 ოჯახი იღებს, აქედან
ამდროისთვის ფულადი შემწეობის მიღება 300 ოჯახს აქვს
შეჩერებული.
რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური
დახმარება?
მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ
(შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი
ოდენობები:
- ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე
ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა
წევრზე;
- ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი,
მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50
ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
- ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი,
მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40
ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
- ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი,
მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30
ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
რა შემთხვევაში შეიძლება ოჯახს შეუწყდეს
მონაცემთა ერთიან ბაზაში
რეგისტრაცია?
მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის
შეწყვეტა და/ან განმეორებითი რეგისტრაციის მოთხოვნის აკრძალვა
გამოიყენება სააგენტოსათვის ყალბი ან არასწორი მონაცემების მიწოდების
ან/და ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის (მუდმივი საცხოვრებელი
ადგილის, დემოგრაფიული ან/და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
შეცვლის თაობაზე, სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება და სხვა)
შეუსრულებლობის შემთხვევაში.
ფულადი საარსებო შემწეობის მიღების მსურველი ოჯახის
უფლება-მოვალეობანი:
- მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით დღე -
ღამის განსაზღვრულ პერიოდში (დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00
საათამდე) დაუბრკოლებლად შეუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის
საცხოვრებელ ბინაში, მისცეს მას საშუალება სრულად დაათვალიეროს ოჯახის
მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობი თუ საერთო სარგებლობის
სათავსები, შეამოწმოს ყოფითი პირობები;
- ობიექტური პასუხები გასცეს უფლებამოსილი პირის
შეკითხვებს და არ დაამახინჯოს ფაქტები, მოთხოვნისამებრ წარადგინოს
საჭირო დოკუმენტები, ხელი მოაწეროს გამოკითხვის შედეგად შევსებულ
დოკუმენტს, განსხვავებული აზრის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი
შენიშვნები;
- სააგენტოს უფლება აქვს ნებისმიერი წყაროდან
მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი
ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ
მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება
მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას;
სრულად ნახეთ აქ.
ამავე
თემაზე:
"რა ვაჭამო ამ თვეში შვილებს" - დაპირისპირება ქუთაისის სოციალური
მომსახურების სააგენტოში (ვიდეო)
"სააგენტომ ულუკმაპუროდ დაგვტოვა" - ქუთაისში სოციალურად
დაუცველებს დახმარება შეუჩერდა
მასალის გამოყენების პირობები