ახალი ამბები
ქუთაისის ყველა მუზეუმი, შესაძლოა, ერთ შენობაში განთავსდეს
FaceBook

ქუთაისის მერია ქალაქში მოქმედი მუზეუმებისთვის საერთო სივრცის მოწყობის იდეაზე მუშაობს.



მერის მოადგილის, ნინო თვალთვაძის თქმით,  საუბარია  ახალი შენობის მშენებლობაზე, სადაც მერიის დაქვემდებარებაში არსებული ყველა მუზეუმი გაერთიანდება.

მათ შორის არ არის საუბარი ისტორიულ-ეთნოგრაფიულ  მუზეუმზე, რომელიც ბოლო წლებია პუშკინის ქუჩაზე,  „ეროვნული ბანკის“ ყოფილ შენობაში ფუნქციონირებს, თუმცა, საგამოფენო დარბაზების სიმცირის გამო ექსპონატების ნაწილი დასაწყობებულია.

 

სად აშენდება და რა თანხა დასჭირდება ახალ შენობას, რომელიც ქუთაისის მუზეუმებს გააერთიანებს, ჯერჯერობით უცნობია. იდეის განხორციელება  ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ფინანსების  მოძიებაზეა დამოკიდებული. მერის მოადგილე ამბობს, რომ ახლა სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ.

მანამდე კვლავ  პრობლემად რჩება  ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფართის სიმცირე.  იმის მიუხედავად, რომ მუზეუმს  ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი შენობა გადაეცა, მისი ათვისება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ქალაქის მთავარი მუზეუმისთვის საგამოფენო სივრცეების დამატებაზე საუბარი ორი წლის წინაც იყო. მაშინ, მუზეუმის ხელმძღვანელი ომარ ლანჩავა ამბობდა, რომ შენობაზე,  მის გვერდით მდებარე ოლიმპიური სკვერის მხრიდან  ოთახების მიშენება მოხდებოდა, რაც დამატებით ორ საგამოფენო დარბაზს შესძენდა მუზეუმს და ექსპონატების გამოფენის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდებოდა. ეს იდეა ამ დრომდე არ განხორციელებულა.


ქუთაისის  ისტორიულ- ეთნოგრაფიული მუზეუმი  1922 წელს დაარსდა. მასში  150 000-ზე მეტი ექსპონატი ინახება.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #მუზეუმი
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.