ახალი ამბები
ააიპ „სპეციალური სერვისების“ 60 თანამშრომელი, შესაძლოა,  ანაზღაურების გარეშე დარჩეს
FaceBook

ქუთაისის ააიპ „სპეციალურ სერვისებს“ 60  შტატგარეშე თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურებისთვის სახსრები აღარ აქვს.


მერიას დაქვემდებარებულმა ორგანიზაციამ საბიუჯეტო წლის მიწურულს თანხების 80% უკვე გახარჯა, მაშინ, როცა  60 დასაქმებულზე  სამი თვის ხელფასი აქვს გასაცემი.



სახელფასო ფონდის ნაწილში პრობლემის არსებობას ადასტურებს ააიპის ხელმძღვანელი, კონსტანტინე ჯავახაძე.

მან ამის შესახებ  საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის სხდომაზე ისაუბრა.


„სავარაუდოდ, პრობლემა გვექნება შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასების  ნაწილში. დანარჩენზე გვეყოფა, მაგრამ ამ ნაწილში გვაქვს პრობლემა“, - განაცხადა კონსტანტინე ჯავახაძემ სხდომაზე.


დეპუტატები დაინტერესდნენ, რა გამოსავალს ხედავს ააიპის ხელმძღვანელი, თუმცა, მას  პრობლემის მოგვარების კონკრეტულ გზაზე არ უსაუბრია.


„უკვე სხვა გზა არ არის“, - განაცხადა კონსტანტინე ჯავახაძემ სხდომაზე.


მოგვიანებით კი,  ჟურნალისტებთან თქვა, რომ სინამდვილეში პრობლემა თეორიულია და ააიპი თანამშრომლებს ხელფასს საკუთარი შემოსავლებიდან გადაუხდის.


„ის შტატგარეშე თანამშრომლები,  ძირითადად,  არიან სეზონურ სამუშაოზე.  მაგალითად,  უკვე დასრულდა თიბვის სეზონი და მათ, რომლებიც ამ სამუშაოს ასრულებდნენ,  შეუწყდებათ ხელშეკრულება. პრობლემა შეიძლება დადგეს ხელფასების ამ ნაწილში, თუმცა, ჩვენ გვაქვს საკუთარი შემოსავლები და  აქედან მოხდება ანაზღაურება“,  -განაცხადა ააიპის ხელმძღვანელმა.

საკმარისი იქნება თუ არა ეს თანხები იმისთვის, რომ შტატგარეშე თანამშრომლებმა სამი თვის განმავლობაში ხელფასი შეუფერხებლად აიღონ,  უცნობია. 

კონსტანტინე ჯავახაძე ამბობს, რომ  ააიპი წლიურ გეგმას მიყვება, თუმცა, რატომ აღმოჩნდა ორგანიზაცია ამ პრობლემის წინაშე  საბიუჯეტო წლის დასრულებამდე სამი თვით ადრე, კონკრეტული პასუხი არ აქვს. 

„სპეციალურ სერვისებში“ სულ  494 თანამშრომელია დასაქმებული. ააიპის ბიუჯეტი 5 945 000 ლარია, საიდანაც ორგანიზაციამ  4 177 000 ლარი უკვე დახარჯა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.