ქუთაისში, მე-13 სკოლის წინ გადავსებული ურნების არსებობს ამავე
სკოლის მოსწავლეების მშობლები აპროტესტებენ.
მათი თქმით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ურნები სავსეა, რაც
მოსწავლეებს დისკომფორტს უქმნის.
'' ასე ლამაზად ხვდება მე-13 სკოლა ქუთაისში მოსწავლეებს, რომელთაც
შენობაში შესვლა ნაგვით სავსე ბუნკერებსა და მანქანებს შორის ე.წ
ძრომიალი უწევთ'', - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
ა(ა)იპ სპეციალურ
სერვისებში გნამარტავენ, რომ ურნების დასუფთავება სისტემატიურად ხდება
და აღნიშნულ სკოლას ერთჯერადად, დადგენილი გრაფიკით, ემსახურებიან.
რაც შეეხება ურნების გადავსებას, ამას იქვე არსებულ კორპუსის
მცხოვრებლებს უკავშირებენ. მათივე თქმით, პრობლემა დღის ბოლომდე
აღმოიფხვრება და ურნები დაიცლება.
მასალის გამოყენების პირობები