წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის პედაგოგი და დირექტორის ყოფილი მოადგილე, სკოლის ადმინისტრაციის მიერ მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობს.
დირექტორის პარალელურად, მისი თქმით, მისგან კრიტიკული პოზიციის
შეცვლას მოითხოვდა წყალტუბოს რესურსცენტრის უფროსიც. მას შემდეგ კი,
რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ იმ უბანზე, სადაც თავად
ცხოვრობს, ოპოზიციამ გაიმარჯვა, მისი თანამდებობიდან ჩამოშორება
საბოლოოდ გადაწყვიტეს.
„მე რომ არ გავჩუმდი უხარისხოდ გაკეთებულ გათბობაზე, უკვე ურთიერთობა დაიძაბა ჩემსა და რესურსცენტრის ხემძღვანელს შორის. მამუკა ჩხეტიანი მოითხოვდა ჩემგან რომ გავჩუმებულიყავი. პირდაპირ მითხრა, რა გეშარება აკაკი, ხომ იცი დაგატოვებინებენ სამსახურსო. მას შემდეგ კი, რაც არჩევნებზე ჩემს უბანზე დიდი უპირატესობით ოპოზიცის კანდიდატმა მოიგო, ჩათვალეს, რომ უბანში ჩემი ავტორიტეტი მათ სასარგებლოდ არ გამოვიყენე და გადაწყვიტეს ჩემი ჩამოშორება“,– განაცხადა მედიარუმში აკაკი ტყეშელაშვილმა.
დირექტორის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლებული პედაგოგი განათლების
მინისტრს წერილით მიმართავს და მოუწოდებს უზრუნველყოს წყალტუბოს #2
საჯარო სკოლის აუდიტორული შემოწმება.
ამავე დროს ითხოვს, სატესტო
რეჟიმში ჩაირთოს გათბობის სისტემა, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ
სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.
“მოგიწოდებთ, შეისწავლოთ ჩემს მიერ წერილში მოყვანილი
ფაქტები.წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებ უფლებას ვიფიქრო, რომ
ეს ყველაფერი მოხდა პოლიტიკური ნიშნით, რამეთუ, საყოველთაოდაა
ცნობილი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება მმართველი ძალის
მიმართ"-განაცხადა აკაკი ტყეშელაშვილმ პრესკლუბ
"მედიარუმში"საუბრისას.
აკაკი ტყეშელაშვილმა პოსტიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკვე გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
ყოფილი მოადგილის ბრალდებებზე განმარტებას არ აკეთებს სკოლის დირექტორი. გიორგი ბენიძე ამბობს, რომ ელოდება სასამართლო პროცესების დასრულებას.
„არანაირ განმარტებას არ ვაკეთებ სასამართლო პროცესების დასრულებამდე. ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი, რომ არ დაველოდო მის გადაწყვეტილებას“,–აცხადებს გიორგი ბენიძე.
სატელეფონო ზარებს არ პასუხობს წყალტუბოს რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი.
მასალის გამოყენების პირობები