ქუთაისის საკრებულო „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევას პასუხობს.
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები იმერეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში შეისწავლა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ქუთაისში მერის მოადგილის, იუზა უგულავასა და საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და დაადგინა, რომ ორივე მათგანი კანონდარღვევით მართავს ბიზნესწილებს სხვადასხვა კომპანიებში.
"მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მიხედვით შპს-ს პარტნიორთა წილის მმართველის შესახებ ინფორმაცია უნდა დარეგისტრირდეს სამეწარმეო რეესტრიში, რაც ამ კონკრეტულ შემთხევაში არ არის განხორციელებული",- განმარტავენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს " ქუთაისის ოფისში.
მასალის გამოყენების პირობები