ახალი ამბები
ქუთაისის #3 სკოლის მოსწავლეებისთვის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნაზე გამოძიება დაიწყო
FaceBook

ქუთაისის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის უცნობი პირის ან პირების მიერ მუქარის შემცველი სმს შეტყობინებების გაგზავნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მომხდარზე საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.


„მომხდარზე მყისიერად დავიწყეთ გამოძიება, მეტ დეტალს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით“,- აცხადებენ შსს-ში.

დეტალებზე არ საუბრობს არც სკოლის დირექტორი.  ქუთაისიპოსტთან საუბარში თამაზ  ჭაბუკიანი ამბობს, რომ  გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით ინფორმაციას ვერ გასცემს.

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მიმდინარეობს გამოძიება. სხვას ვერაფერს გეტყვით“, - ამბობს თამაზ ჭაბუკიანი.


ქუთაისის #3 საჯარო სკოლის სამ მოსწავლეს, ორ მეექვსეკლასელსა და ერთ მეცხრეკლასელს მესენჯერში იდენტური შინააარსის შეტყობინება მიუვიდა. უცნობი პირი ან პირები მოსწავლეებს წერენ, რომ მათ ცხოვრებას აკონტროლებენ  და ატყობინებენ, რომ კონკრეტულ დროს დაურეკავენ, რისთვისაც მზად უნდა იყვნენ.


„მოგესალმები მართა, მე ვიცი შენზე ყველა ფარული განზრახვა. ვიცი, რომ სწავლობ 3 საჯარო სკოლაში და მანდატურის შვილი ხარ. მე ყოველთვის გითვალთვალებ, მაშინაც, როცა „კოლა“ მოგრჩება და მანდატურის ოთახში ხარ. დღეს ღამის სამ საათზე დაგირეკავ და მზად იყავი“.

„მოგესალმები თომა, მე ვიცი შენზე ყველა ფარული განზრახვა. მე ყოველთვის გიყურებ და შენ ვერ მამჩნევ. მე ვიცი, რომ ფეხბურთში დადიხარ და ისიც ვიცი, რომ შენი საუკეთესო მეგობარია გ.ხ. მასაც მივწერ. გელი, არ დაგავიწყდეს“ - ამ შინაარსის შეტყობინებები მიიღეს მოსწავლეებმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.