ჭიათურის პოლიციის უფროსს ფილიმონ აბრამიშვილსა და მის ორ მოადგილეს
მაღაროში დასაქმებული მუშის ცემაში ადანაშაულებენ.
ქუთაისიპოსტს ჭიათურიდან აცნობეს, რომ ნაცემი მუშა ზაზა ჩინჩალაძე
პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
ინციდენტი ჯორჯიან მანგანეზის ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, შეხლა-შემოხლა საწარმოდან საწარმოო დეტალის
დაკარგვას უკავშირდება.
მოხდარის შესახებ დეტალებს ქუთაისიპოსტი ადგილიდან მოგვიანებით
შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები