ქუთაისის #33 ბაგა-ბაღში ფარდების შესაძენად მშობლებისთვის ფულის
შესაძლო მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია ვრცელდება.
აღნიშნულის შესახებ იურისტი ლევან ჭელიძე სოციალურ ქსელში
გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს. ადვოკატის თქმით, მას
ინფორმაცია თავად მშობელმა მიაწოდა.
დირექტორის წარმომადგენელი 33-ე ფილიალში, ნანა სხვიტარიძე ჩვენთან
საუბარში ამბობს, რომ ბაღის ტერიტორიაზე, ფარდის შესაძენად თანხის
არანაირ მოთხოვნას არათუ მისი, არამედ თანამშრომლების მხრიდან ადგილი
არ ჰქონია.
"გადავამოწმე ინფორმაცია და მშობლებიც ადასტურებენ, რომ მსგავსი რამ
არ მომხდარა. ბაღში არაფერი ფასეული არ შემოსულა. მშობელი ამ
დონეზე როგორ უნდა შემეწუხებინა", - ამბობს ნანა სხვიტარიძე, მისივე
თქმით, მშობლებისთვის თანხის შესაძლო მოთხოვნის შესახებ
გავრცელებულ ინფორმაციას აუდიტის სამსახური შეისწავლის.
ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელძღვანელის, დავით წიტაიშვილის
თქმით ის კომენტარს მანამ ვერ გააკეთებს, სანამ საქმეს აუდიტის
სამსახური არ შეისწავლის.
ქუთაისის #33 ბაგა-ბაღში 470 აღსაზრდელი სწავლობს.
მასალის გამოყენების პირობები