ახალი ამბები
ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები  მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ქალაქში სანიაღვრე არხები იწმინდება და სუფთავდება ქუჩები. სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო სპეციალური ტექნიკა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრმა გამოყო.

პროცესის მონიტორინგს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებენ.



უხვი ნალექის შედეგად ქუთაისში სულ ცხრა ქუჩა დაიტბორა. პირველივე დღესვე შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას ამ დრომდე ადგენს. უხვი ნალექის შედეგად  ქალაქის ცენტრალურ ქუჩები დაიტბორა, წყალი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე შევიდა, დაზიანებულია ტექნიკაც.


ამ დრომდე უცნობია ზუსტად რამდენი ოჯახი დაზარალდა  ქუთაისში სამი დღის წინ მომხდარი სტიქიის შედეგად.


შესაბამისად, უცნობია მათთვის მიყენებული ზარალის რაოდენობაც.  ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ზარალის დათვლა მიმდინარეობს.


ადგილობრივ თვითმმართველობაში  ჯერჯერობით არც იმას ამბობენ,  ზარალის ასანაზღაურებლად  მერია სარეზერვო ფონდს გამოიყენებს თუ სხვა სახსრების მოძიებაზე მუშაობს.


„მიმდინარეობს ზარალის დათვალა. მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ზუსტ რიცხვებსა და დაფინანსების წყაროზე მოგვიანებით გაცნობებთ“, - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.


28 სექტემბერს ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. მათ შორის ახლადრეაბილიტირებული რუსთაველის ქუჩა, სადაც  სანიაღვრე სისტემამ წყლის ძლიერი ნაკადი ვერ გაატარა. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა გორას დასახლება, სადაც  ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაეტბორა, დაიხოცა შინაური ფრინველები. დაიბზარა  ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლის კედლები.


ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დატბორა სამი საავადმყოფო. წყალმა დაფარა სარდაფებისა და კერძო ობიექტების პირველი სართულები.

28 სექტემბერს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ქუთაისიდან 300-მდე ზარი შევიდა. პარალელურ რეჟიმში ცხელი ხაზი  ამოქმედდა ქუთაისის მერიაში.

სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა საგანგებო შტაბიც, სპეციალური კომისია კი ზარალის შედეგებს ითვლის.



ამავე თემაზე:


ძლიერი წვიმის გამო ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა

დატბორილი გზები და წყალში "მოცურავე" ავტომანქანები ქუთაისში (ვიდეო)


დატბორილი სახლები და დახოცილი შინაური ფრინველები – საგანგებო სამსახურში ამდროისთვის 30–მდე შეტყობინება შევიდა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.