ახალი ამბები
ქუთაისის მერიას სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა ამ დრომდე არ დაუთვლია
FaceBook

ამ დრომდე უცნობია ზუსტად რამდენი ოჯახი დაზარალდა  ქუთაისში სამი დღის წინ მომხდარი სტიქიის შედეგად.


შესაბამისად, უცნობია მათთვის მიყენებული ზარალის რაოდენობაც.  ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ზარალის დათვლა მიმდინარეობს.


ადგილობრივ თვითმმართველობაში  ჯერჯერობით არც იმას ამბობენ,  ზარალის ასანაზღაურებლად  მერია სარეზერვო ფონდს გამოიყენებს თუ სხვა სახსრების მოძიებაზე მუშაობს.


„მიმდინარეობს ზარალის დათვალა. მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ზუსტ რიცხვებსა და დაფინანსების წყაროზე მოგვიანებით გაცნობებთ“, - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.


28 სექტემბერს ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. მათ შორის ახლადრეაბილიტირებული რუსთაველის ქუჩა, სადაც  სანიაღვრე სისტემამ წყლის ძლიერი ნაკადი ვერ გაატარა. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა გორას დასახლება, სადაც  ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაეტბორა, დაიხოცა შინაური ფრინველები. დაიბზარა  ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლის კედლები.


ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დატბორა სამი საავადმყოფო. წყალმა დაფარა სარდაფებისა და კერძო ობიექტების პირველი სართულები.

28 სექტემბერს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ქუთაისიდან 300-მდე ზარი შევიდა. პარალელურ რეჟიმში ცხელი ხაზი  ამოქმედდა ქუთაისის მერიაში.

სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა საგანგებო შტაბიც, სპეციალური კომისია კი ზარალის შედეგებს ითვლის.

 


28 სექტემბრის სტიქიის დროს ქუჩების დატბორვის მიზეზად  უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს ასახელებს  ოპოზიცია და ადგილობრივ ხელისუფლებას თანხის გაფლანგვის გამო აკრიტიკებს.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გიგა შუშანია აცხადებს, რომ მერიამ მილიონობით ლარი დახარჯა სანიაღვრე არხების მოსაწყობად, მაგრამ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, ქუჩების დატბორვა კი  უხვი ნალექის გამო მოხდა.

ამავე თემაზე:


ძლიერი წვიმის გამო ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა

დატბორილი გზები და წყალში "მოცურავე" ავტომანქანები ქუთაისში (ვიდეო)


დატბორილი სახლები და დახოცილი შინაური ფრინველები – საგანგებო სამსახურში ამდროისთვის 30–მდე შეტყობინება შევიდა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.