ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ნარკოდანაშაულისთვის
დააკავეს.
დაკავებული ჭიათურის მერიის არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ
საჯავახოში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ცენტრალურ საავტომობილო
გზაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა. დანაშაული 6 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ, დ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება
,,მეტადონის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული
ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და
გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები