ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში ახალი განყოფილება შეიქმნა
FaceBook

ქუთაისის მერიაში „საგანგებო სიტუაციების, რისკების პრევენციის მართვის და შრომის უსაფრთხოების“  განყოფილება შეიქმნა. განყოფილებაში ექვსი ადამიანი დასაქმდება.


მერიაში ამბობენ, რომ სინამდვილეში შტატების გაზრდა არ მოხდება, რადგან ახალ განყოფილებაში ექვსივე თანამშრომელი საბინაო სამსახურიდან გადაიყვანეს.

შეკითხვაზე, რატომ იყო საბინაო სამსახურში ექვსი ადამიანი დასაქმებული თუ სამუშაოს მიხედით მათი საჭიროება არ იყო, მერიის იურისტი პასუხობს, რომ ისინიც საჭირონი იყვნენ, თუმცა, მერიმ  საბიუჯეტო სახსრების ეკონომია გააკეთა.


„ისინიც საჭირონი იყვნენ, მაგრამ ჩვენ ამას გვავალდებულებდა კანონი. ამიტომ საბიუჯეტო თანხები რომ დაგვეზოგა,  ექვსი შტატი გავაუქმეთ საბინაო სამსახურში, სამაგიეროდ კი შევქმენით ახალ განყოფილებაში.  ამით შტატების რაოდენობა მერიაში არ გაზრდილა, საბინაოს თანამშრომლებს  კი მეტი შრომა მოუწევთ“, - განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

განსხვავებული პოზიცია აქვს საკრებულოს ოპოზიციას. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი  მერაბ მეშველიანი აცხადებს, რომ მერიამ პირიქით, საბიუჯეტო ხარჯები გაზარდა, რადგან ახალი განყოფილების ფუნქციების შესრულება ორ ადამიანსაც შეეძლო.


„ამ პროექტის განხორციელებისთვის,  ამ საშტატო
ნუსხით 42  000-ზე მეტი ლარის გათვალისწინება უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში კი, თუ მხოლოდ ორი ადამიანი დასაქმდებოდა, რაც  ვთვლი, რომ სავსებით საკმარისი იქნებოდა იმ ფუნქციების შესასრულებლად,  დაახლოებით 23 000 ლარის  ეკონომიის გაკეთება შეიძლებოდა“,- ამბობს მერაბ მეშველიანი.


ახალი განყოფილების თანამშრომლებს მერიასა და საკრებულოში შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი და პრევენცია დაევალება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.