ტყიბულში მიმდინარე მეშახტეთა საპროტესტო აქციაზე სკოლის მოსწავლეებიც მივიდნენ.
"ბევრი ბავშვი ისე მიდის სკოლაში, რომ ჩაის ვერ ასმევს მშობელი და რვეულიც არ აქვთ. პროტესტი მხოლოდ ხელფასის მიღებაზე კი არ გვაქვს, გვინდა ხვალინდელი დღე, გვინდა იმუშაოს შახტამ",- აცხადებს მაკა ტურძილაძე.
სკოლის მოსწავლეების თქმით, მასწავლებლებს ტყიბულის
რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირინა კორძაია მასწავლებლებს აქციაზე არ
უშვებს. ირინა კორძაიამ სკოლის დირექტორებთან თათბირი
გამართა. როგორც რესურსცენტრში განმარტავენ, თათბირის თემა
ახალი სასწავლო პროცესია.
ტყიბულის საგანმათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელის, ირინა კორძაიას
განცხადებით, შახტა და მეშახტეების პრობლემა საერთო გულისტკივილია,
თუმცა, არა სასწავლო პროცესის ჩაშლის ხარჯზე. "სკოლებში სასწავლო
პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მხოლოდ რამდენიმე მშობელმა
წაიყვანა ბავშვი. ეს მათი უფლებაა. მე ახლა მქონდა თათბირი და ერთი
სიტყვა არ თქმულა ამ აქციაზე. სასწავლო პროცესის შემდეგ ვინ სად წავა,
ეს მათი უფლებაა", - განაცხდა ირინა კორძაიამ.
ტყიბულში სულ 6 საჯარო სკოლაა.
ტყიბულში აქცია 24 სექტემბერს დაიწყო. გაფიცული მეშახტეები ხელფასს ითხოვენ, რომელსაც შახტის 1000-მდე თანამშრომელი ელოდება. პროტესტის ნიშნად მეშახტების ნაწილი შახტში ჩავიდა.
50-მა მეშახტემ შიმშილობა დაიწყო, ხოლო დანარჩენი ტყიბულის
მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ იყო შეკრებილი.
კომპანია "საქნახშირის" დირექტორი ჯამბულ ჯაყელი 24 სექტემბერს შახტში
გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა, თუმცა, ერთსაათიანი
შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
შახტის თანამშრომლები შეხვედრით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ
კომპანიის წარმომადგენლებისგან კონკრეტული პასუხები ვერ
მიიღეს.
ტყიბულში
გაფიცულმა მეშახტეებმა გუშინვე პრემიერ-მინისტრს სამ
პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს.
მიმართვის ტექსტში აქციის მინაწილეები გიორგი გახარიას შახტში
დასაქმებულთა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე აწვდიან ინფორმაციას და
სასწრაფო რეაგირებისჯენ მოუწოდებენ. მეშახტეები მთავრობის მეთაურს
მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში პროტესტის რადიკალური
ფორმების გამოყენების შესახებაც აფრთხილებენ.
კომპანია "საქნახშირს" თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე
დავალიანება აქვს.
ამავე თემაზე:
პროტესტის მეორე დღე ტყიბულში (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები