14 წლის ბიჭი, რომელმაც თერჯოლის სოფელ ჭოგნარში თავი ჩამოიხრჩო, სავარაუდოდ, თანატოლების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო.
ლუკას სმს-ებს კლასელებმა ირონიით უპასუხეს.
"ლუკა, სახლში შეიტანე და ლუსტრაზე ჩამოეკიდე გაგიძლებს“; "ლუკა, თქვი
ამ ცხოვრებისთქო და ბლის ხე გაქვს და თუ აწვდები მაგრად
მოუჭირე, რომ არ ჩამოწყდეს. ან ვაფშე ხეზე თუ ახვალ,
გადმოხტი",-წერენ ლუკას დახურული ჯგუფის წევრები.
ლუკამ ბოლოს ე.წ. ჩატში თოკის ფოტო ჩააგდო და თავი
ჩამოიხრჩო.
14 წლის ბიჭი სახლის ეზოში ჩამომხჩვალი 19 სექტემბერს იპოვეს. იგი ბებიასთან და
ბაბუასთან იზრდებოდა. დედა კი სამუშაოდ საზღვარგარეთ იყო წასული.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
თვითმკვლელობას გულისხმობს.
ბოლო ორ კვირაში თერჯოლაში ეს თვითმკვლელობის მეორე შემთხვევაა.
მასალის გამოყენების პირობები