ახალი ამბები
ქუთაისში საპენსიო ასაკს მიღწეული 161 პედაგოგი სკოლას ტოვებს
FaceBook

ქუთაისში 161 საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს მასწავლებელს პედაგოგის სტატუსი ოქტომბრის შუა რიცხვებში შეუწყდება.


სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისინი წინსწრებით ორი წლის ხელფასს აიღებენ. მასწავლებლის ჯილდოზე განცხადება ქუთაისის 38 საჯარო სკოლიდან 27 სკოლის 161-მა პედაგოგმა შეიტანა. სკოლას უმეტესად ქართული ენისა და ლიტერატურის, დაწყებითი განათლების, მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის საპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგები ტოვებენ. 

გათავისუფლებულ ადგილებზე ქუთაისის საჯარო სკოლებში სულ 100-მდე ვაკანსია გამოცხადდა. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ყველა გათავისუფლებულ ადგილზე ახალი ვაკანსიის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა, რადგან საათები კონკრეტული საგნის კომპეტენციის მქონე თანამშრომლებზე გადანაწილდა.

საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს მასწავლებელთა ჯილდოზე განცხადების შეტანა ორ ეტაპადაა შესაძლებელი. პირველი ეტაპი აგვისტოს ბოლოს დასრულდა.

მასწავლებლებს, რომლებმაც უარი თქვეს ჯილდოზე, მაგრამ ვერ დაადასტურეს საგნის კომპეტენცია, გამოცდაზე გასვლის საშუალება ოქტომბერშიც მიეცემათ. კომპეტენციის ხელმეორედ დაუდასტურებლობის შემთხვევაში კი მასწავლებელთა ჯილდოზე განაცხადის გაკეთების საშუალება ექნებათ.


სკოლებში ახალგაზრდა კადრების შეყვანის მიზნით, განათლების სამინისტრომ პრაქტიკოს პედაგოგებს სკოლის დატოვების სანაცვლოდ ორი წლის ხელფასი ჯილდოს სახით შესთავაზა. ამასთანავე, სქემის მიხედვით მათ სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნდებათ დაზღვევა.

მათ კი ვინც საპენსიო ასაკის მიუხედავად პედაგოგიურ საქმიანობაზე უარს არ იტყვის, სკოლაში მუშაობის გაგრძელება დროებითი ხელშეკრულებით შეეძლება, თუმცა,  იმავე ხელფასით რაც აქვს  და სკოლის საჭიროების გათვალისწინებით, რასაც  სკოლის ადმინისტრაცია გადაწყვეტს.


ქვეყნის მასშტაბით უკვე ასეულობით პედაგოგმა მოითხოვა ორწლიანი კომპენსაცია სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ.


პედაგოგებს,  ფულადი ჯილდოს სანაცლოდ  სკოლიდან წავლის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად  დრო  2019 წლის ბოლომდე აქვთ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.