"ჩათვალეთ, რომ ეს არის პრეზენტაცია ქუთაისში" -ასე პასუხობს ფონდი "ქართუს" პროექტების დირექტორი, ვახტანგ ცაგარელი შეკითხვას: რატომ არ გაიმართა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია ქუთაისში.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია თბილისში 18 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებაზე პროექტის ხელმძღვანელებმა თქვეს, რომ მშენებლობის პროცესი 170 ათასი კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. შენდება სამი სასწავლო კორპუსი და სამი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი, ბიბლიოთეკა და სასადილო. განვითარების შემდეგ სტადიებზე კი უნივერსიტეტის ინფორმაციით, კიდევ 2 სასწავლო კორპუსი აიგება, ასევე, აშენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და კვლევით-სამეცნიერო დანიშნულების სხვა ობიექტები.
იგივე დღეს, ქუთაისში უნივერსიტეტის
ტერიტორიის დათვალიერებისას გაიმეორეს. ფონდი "ქართუს"
ხელმძღვანელებმა, განათლების მინისტრთან და ქუთაისის ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტის სამშენებლო ტერიტორიია 19 სექტემებრს დაათვალიერეს.
პროექტის ავტორების თქმით, სტუდენტთა პირველი ნაკადი უმაღლესმა
სასწავლებელმა 2020 წელს უნდა მიიღოს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი
შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან
თანამშრომლობით. უნივერსიტეტში სწავლება ინგლისურ ენაზე
წარიმართება.
მასალის გამოყენების პირობები