ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი 135-ე სეზონზე, ოთხ პრემიერას წარმოადგენს.
ახალ სეზონზე, თეატრში, მეორე პრემიერა ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება. ახალგაზრდა რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე სპექტაკლს „ქარი ქრის ვერხვებში“ დადგამს, სადაც მთავარ როლებში მსახიობები - დავით როინიშვილი, სულხან გოგოლაშვილი და ზვიად სვანაძე იქნებიან.
ნოემბერში, მესხიშვილის სცენაზე წარმოდგენილი იქნება მესამე პრემიერა, სპექტაკლი „დაფდაფებიღამით”, ბერტოლდ ბრეხტის პიესის მიხედვით (რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი). ბრეხტის ეს პიესა საქართველოში პირველად იდგმება.
დეკემბრის თვე მიუზიკლს დაეთმობა. სპექტაკლს „ბრემენელიმუსიკოსები“ რეჟისორი კახა გოგოლაშვილი განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები