ახალი ამბები
ზესტაფონში გარდაცვლილი დედა-შვილები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ - დეტალები შემთხვევის ადგილიდან
FaceBook
ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილები სოფელ ილემიდან იყვნენ.

ისინი ზესტაფონში ოთხსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე საცხოვრებლად ორი კვირის წინ გადავიდნენ. მეზობლების თქმით, დედა, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ერთოთახიან ბინაში ქირით ცხოვრობდა.

"სავარაუდოდ, ბაღისთვის ემზადებოდნენ. ორი დღე რომ არ გამოჩენილან, გოგონას ბიძაშვილები მოვიდნენ. კარი რომ არავინ გაუღო, ფანჯრიდან შესულან და  ასეთი საშინელი მდგომარეობა დახვდათ. გადამხობილი იყო შვილებზე. წყლის გამათბობელი ჰქონდათ სახლში. გაუმართავი იყო თუ არა, არ ვიცით. შეიძლება წუხელ დარჩა მოშვებული და დილით რომ ჩაირთო, მაშინ მოხდა ეს ამბავი ", -  ამბობს ბიბილაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ნათია გუმერუკი.

მეზობლები ამბობენ, რომ მეპატრონე ბინას პერიოდულად აქირავებდა, თუმცა, მსგავსი შემთხვევა არასოდეს ყოფილა.

გარდაცვლილები ამ დროისთვის ექსპერტიზაზე ჰყავთ გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სოკარგაზის თანამშრომლები. 

ზესტაფონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი წუხელ გარდაიცვალა. მათგან ერთი ორი წლის, ხოლო მეორე ოთხი წლის იყო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.