სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლაში
ახალ სასწავლო წელს "დედა ენასა" და კომპიუტერს ვერავინ მიიღებს,
ერთადერთი მიზეზის გამო - ის იმერეთის 30 სკოლას
შორისაა, რომელიც პირველკლასელის გარეშე დარჩა.
გუბისწყლის სკოლაში პირველი ზარი გასულ წელსაც არ დარეკილა.
შესაბამისად, სასწავლო დაწესებულებაში მეორე კლასელიც არავინ
ჰყავთ.
საკლასო ოთახი ორი წელია პირველკლასელებს
ელოდება
სკოლაში ასევე, არ ჰყავთ მოსწავლეები მეექვსე-მეშვიდე და მეთერთმეტე
კლასებშიც, მეხუთეში კი მხოლოდ ერთი მოსწავლე ირიცხება. ამის
მიუხედავად სკოლაში ამბობენ, რომ 16 სექტემბრისთვის აქტიურად
ემზადებიან.
სამზადისი სკოლაში
გუბისწყლის საჯარო სკოლაში, სადაც ადრე 150 მოსწავლე იყო, ახლა
მხოლოდ 25 ბავშვი სწავლობს. სკოლის დირექტორი ნინო ჯოჯუა
ამბობს, რომ მათთვის ძალიან მტკივნეულია ახალი სასწავლო წლის დაწყება
პირველკლასელების გარეშე. მისი თქმით, სკოლაში მოსწავლეთა რიცხვი
ყოველწლიურად მცირდება, რაც სასწავლებლის ადმინისტრაციას ახალ
საფიქრალს და სადარდებელს უჩენს.
"ხომ არ დაიხურება სკოლა სოფლში? ეს არის კითხვა, რომელიც
ყველას ძალიან გვაწუხებს, მაგრამ იმის იმედი გვაქვს, რომ
მომავალ წელს ორ პირველკლასელს ველოდებით", - ამბობს დირექტორი.
ნინო ჯოჯუა იმ მიზეზებსაც გვისხნის, რის გამოც, სკოლა სკოლა ნელ-ნელა
ცარიელდება.
"სოფელში არანაირი პერსპექტივა არ არის, ხალხი უმუშევრია და ამიტომ
სხვადასხვა ქალაქში გადადიან სამუშაოდ, მერე თავისთავად იქ რჩებიან და
სოფელი და სკოლაც ნელ-ნელა იცლება ბავშვებისგან", - ამბობს
დირექტორი.
გუბისწყლის სკოლის ორსართულიანი შენობა თავდაპირველად 8
წლედისთვის იყო განსაზღვრული. თუმცა, 1990-იან წლებში ის სრულ საბაზო
სკოლად გადაკეთდა. დირექტორის თქმით, მოსწვალეების კლების
ტენდენცია ბოლო 10 წელია მიმდინარეობს.
"სკოლა არის რეკონსტრუირებული, გვაქვს ახლლადმოწყობილი სტადიონი,
ასევე გვაქვს დახურული სავარჯიშო დარბაზი, საკლასო ოთახები. ამ
დროისთვის გყავს 12 პედაგოგი, რომელთაგან რვას აქვს უფროსი
მასწავლებლის სტატუსი, ანუ ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, პრობლემა
მხოლოდ ბავშვებია", - ამბობს ნინო ჯოჯუა.
სპორტდარბაზი
სკოლაში
სპორტული
მოედანი
ბავშვთა რაოდენობის პრობლემა მხოლოდ
გუბისწყლის საჯარო სკოლას არ აწუხებს. იმერეთში, 2019-2020
სასწავლო წლისთვის, 30 საჯარო სკოლაში არც ერთი პირველკლასელი არ
ჩარიცხულა.
საქართველოს მასშტაბით კი ახალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელის
გარეშე სულ 108 საჯარო სკოლა დარჩა.
სკოლების სია იმერეთის
მუნიციპალიტეტებში, სადაც 2019-2020 სასწავლო წლისთვის არც ერთი
პირველკლასელი არ ჩარიცხულა:
სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურის საჯარო
სკოლა
სსიპ – აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის საჯარო სკოლა
სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთის საჯარო
სკოლა
სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო
სკოლა
სსიპ – ტყიბულის მუნიციპალიტეტის
სოფელ ოჯოლის საჯარო სკოლა
სსიპ – ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლა
სსიპ – ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო
სკოლა
სსიპ – საჩხერის მუნიციპალიტეტის
სოფელ მოხვის საჯარო სკოლა
სსიპ – ბეჟან ხარაიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ
ჭალოვანის საჯარო სკოლა
სსიპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის
სოფელ ოფეთის №1 საჯარო სკოლა
სსიპ – მარლენ ბარამიას სახელობის ქალაქ სამტრედიის №6 საჯარო
სკოლა
სსიპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ წიაღუბნის საჯარო
სკოლა
სსიპ – ქალაქ ჭიათურის №12 საჯარო
სკოლა
სსიპ – როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ
მორძგვეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის №1 საჯარო
სკოლა
სსიპ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო
სკოლა
სსიპ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო
სკოლა
სსიპ – ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ
ხიდის საჯარო სკოლა
სსიპ – ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო
სკოლა
სსიპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის
სოფელ რკვიის საჯარო სკოლა
სსიპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო
სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორის საჯარო
სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო
სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გადიდის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დუცხუნის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჯოხეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის №1 საჯარო
სკოლა
სსიპ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფის საჯარო
სკოლა
სსიპ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო
სკოლა
მასალის გამოყენების პირობები