ახალი ამბები
მასწავლებლობის მსურველთა 74%-მა საგნის გამოცდა ვერ ჩააბარა
FaceBook

2019 წლის პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე, მასწავლებლობის მსურველი 10 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა,


თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბარიერის გადალახვა მათმა 74%-მა ვერ შეძლო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძის განცხადებით, გამოცდაზე სულ 8000-მდე მსურველი გავიდა.

 

„საინტერესო მონაცემებია, პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მასწავლებლების და მასწავლებლობის მსურველების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, პირველი შემთხვევა იყო, რომ 10-ათასამდე მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა, გამოცდაზე გავიდა 8000-მდე ადამიანი და მათმა 26%-მა მიიღო 10 კრედიტი, რომელიც ნიშნავს, რომ წარმატებით გადალახა ბარიერი“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დაახლოებით 31 500 აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 10 000 მასწავლებლობის მსურველი იყო, 20 000-ზე მეტი კი – პრაქტიკოსი პედაგოგი.

მოქმედი პედაგოგების ნაწილს, ანუ პრაქტიკოსებს, სტატუსის ასამაღლებლად მხოლოდ რამდენიმე კრედიტქულის აღება სჭირდებოდათ და მათთვის აუცილებელი არ იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა, რაც შეეხება მასწავლებლობის მსურველებს, მათ აუცილებლად უნდა დაეძლიათ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რითაც 10 კრედიტქულას და შესაბამისად, მასწავლებლის სერტიფიკატსაც იღებენ.

წყარო:edu.aris.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.