საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი შეწყალების უფლების გამოყენების დახვეწის ინიციატივით
გამოდის.
მან ამის შესახებ განცხადებაც
გაავრცელა, სადაც საუბარია შეწყალების უფლების, როგორც ჰუმანური აქტის
თანმდევი რისკების შემცირების აუცილებლობაზე.
"გამოვდივარ პრინციპული
ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი
და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად
დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს
როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ
პროცესს ყოველთვის თან ახლდა",-
ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტი ასევე, საუბრობს მის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის
მსჯავრდებულის შეწყალებაზე და აცხადებს, რომ არ დაუშვებს კითხვის ქვეშ დადგეს სახელმწიფოს
ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, პოლიციის ინსტიტუტის მიმართ სახელმწიფოს
მეთაურის დამოკიდებულება.
სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის
მკლელობისთვის მჯავრდებულის შეწყალების გამო საზოგადოებამ მწვავედ
გააკრიტიკა.
მასალის გამოყენების პირობები