ავტომშენებლის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტის სვლაგეზი ააიპ "სპეციალურ სერვისის" ოფისამდე დაგრძელდა.
"გამომდინარე იქედან, რომ რამდენიმე გადამზიდავ კომპანიას ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, მოგვეცა შესაძლებლობა, სამარშუტო ტაქსების სვლაგეზი დაგვეგრძელებინა. ეს გადაწყვეტილება "სპეციალურ სერვისებში" დასაქმებულ ადამიანებს მოუგვარებს ტრასპორტთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამიერიდან, ავტომშენებლის ქუჩაზე მოძრავი მიკროავტობუსები, 500-ზე მეტ თანამშრომელს პირდაპირ სამსახურთან მიიყვანს", - განმარტავს ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის, ირაკლი ცხვედიანი.
სვლაგეზის დაგრძლება #100, #15, #16 და # 25 ნომერ მიკროავტობუსებს
შეეხო.
მასალის გამოყენების პირობები