ახალი ამბები
ქუთაისის მერია „ტორპედოს“ სასამართლოს გზით დაიბრუნებს
FaceBook

ქუთაისის  მერია „ტორპედოს“  დასაბრუნებლად მის მფლობელთან, ზაალ ჩაჩავასთან სასამართლო დავას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის მეპატრონეს დავალიანების არსებობა ამ დრომდე არ უღიარებია.


კლუბის სამართლებრივი გზით დაბრუნების შესახებ ინფორმაცია დღეს ქუთაისის მერმა, გორგი ჭიღვარიამ დაადასტურა.

„ჩვენ ვიწყებთ სამართლებრივ დავას გუნდის მეპატრონესთან,  რათა მოვაცილოთ კლუბს არსებული პრობლემები და საბოლოო ჯამში გუნდი დავიბრუნოთ“, - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.


მერიამ ინვესტორის გარეშე დარჩენილ კლუბში უკვე დანიშნა დროებითი მმართველი. „ტორპედოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას თემურ ჩეჩელაშვილი შეასრულებს, რომელიც ერთხელ უკვე იყო ამ პოსტზე,  ვიდრე ზაალ ჩაჩავა კლუბს აუქციონზე შეიძენდა.



ზაალ ჩაჩავას  კლუბში  პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მან ფეხბურთელებისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში სახელფასო დავალიანების გადახდა ვერ შეძლო. ფინანსური კრიზისის  გამო „ტორპედო“ მიმდინარე წლის ზაფხულში 12-მა წამყვანმა ფეხბურთელმა, მნიშვნელოვანი მატჩების წინ დატოვა.

 

ჩაჩავას კლუბიდან  წასვლას ითხოვდნენ ფანკლუბის წევრები, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მან გუნდი დაშლის პირას მიიყვანა.

 

ზაალ ჩაჩავამ პრობლემების მოგვარების პირობა რამდენჯერმე დადო. იგი იმედს ჩინელ ინვესტორთა ჯგუფზე ამყარებდა, თუმცა,  საბოლოოდ თანამშრომლობა არ შედგა.

 

ორი წლის შემდეგ  „ტორპედო“ კვლავ ინვესტორის გარეშე დარჩა. ქუთაისის მერია კლუბს  ვეღარ დააფინანსებს, რადგან მასზე ზრუნვა  „ფეხბურთის განვითარების ფონდს“ ევალება, რომელიც  კლუბს  წელიწადში 800 000 ლარით აფინანსებს, რაც რეალურად მხოლოდ მისი  შენახვის ხარჯებია. რაც შეეხება ახალ ინვესტორს,  ქუთაისის მერიაში არ საუბრობენ იმაზე, არის თუ არა ვინმე დაინტერესებული „ტორპედოში“ ინვესტიციის ჩადებით.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
კონსტანტინე არველაძე, რომელსაც სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ერთ
თვეზე მეტია, ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
11:01 / 02.04.2025
კონსტანტინე არველაძე, რომელსაც სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ერთ თვეზე მეტია, ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
ქუთაისის მერია, მიმდინარე წლის თებერვალში მოსული თოვლის შედეგად,
დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციას
გამარტივებული შესყიდვის (ანუ ერთპირთან მოლაპარაკება) გზით
განახორციელებს.
10:39 / 02.04.2025
ქუთაისის მერია, მიმდინარე წლის თებერვალში მოსული თოვლის შედეგად, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციას გამარტივებული შესყიდვის (ანუ ერთპირთან მოლაპარაკება) გზით განახორციელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.