ქუთაისის საზოგადოებრივ კოლეჯს შპს "ქუთაისის სამედიცინო
სასწავლებელს" ავტორიზაციის ვადა გაუვიდა.
სასწავლებელმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა, რის გამოც კოლეჯის 80
სტუდენტი პროფესიული განათლების, 32 თანამშრომელი კი სამსახურის
გარეშე დარჩა.
საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, კიტა
ჭაჭიაშვილი ავტორიზაციის შეჩერებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ
საგანმანათლებლო საქმიანობის უფლების აღდგენას სასამართლოს გზით
შეეცდება.
"ორი თვე გვაქვს იმისთვის, რომ ხარვეზები აღმოვფხვრათ და ეს უფლება
კვლავ მოვიპოვოთ. ვაპირებთ, ავტორიზაცია სასამართლოს დახმარებით
აღვიდგინოთ", - ამბობს კიტა ჭაჭიაშვილი.
"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში" ამბობენ,
რომ აღნიშნული სასწავლებლის სტუდენტებს, შესაძლებლობა
აქვთ მობილობის უფლებით ისარგებლონ და პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა დაწესებულებაში
გადავიდნენ. სტუდენტებს ახალი სასწავლებლის ასარჩევად ხუთწლიანი ვადა
აქვთ. თუ ამ ხნის განმავლობაში ისინი არჩევანს ვერ გააკეთებენ,
სტუდენტის სტატუსი შუწყდებათ.
ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელმა ფუნქციონირება 1991 წელს
დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები