ახალი ამბები
აბიტურიენტები ქუთაისიდან, რომლებმაც სრული დაფინანსება მოიპოვეს
FaceBook

ქუთაისში მცხოვრები ზურა ზაუტაშილი ერთ-ერთია იმ აბიტურიენტებს შორის, რომლებმაც სრული დაფინანსება მოიპოვეს.


მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტობის პერიოდში ბევრს შრომობდა და 100 პროცენტიან გრანტსაც ელოდა, საბოლოო შედეგს მაინც დიდი სიხარულით შეხვდა. ამბობს, რომ მთელი აბიტურიენტობა იმ მომენტში განცდილ ამაღელვებელ გრძნობად ღირდა.

"როგორც ყველა აბიტურიენტი, რეპეტიტორებთან მეც ვემზადებოდი. აბიტურიენტობის დასაწყისიდანვე საკუთარ შესაძლებლობებს ობიექტურად ვაფასებდი, შესაბამისად მჯეროდა, რომ 100 პროცენტიან გრანტს ავიღებდი, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენდა’’- ამბობს ზურა.


ყველაზე მაღალი, 69 ქულა ისტორიაში აიღო. სკოლაში კარგად სწავლობდა, ამიტომ, როგორც თავად ამბობს, მიზნის მისაღწევად ღამეების თენება არ დასჭირვებია. ზურამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა.  ამბობს, რომ ცხოვრების ახალ საფეხურს საკუთარ თავში დარწმუნებული ხვდება.

,,მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებ. ვიცი ეს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ნამდვილად არ არის და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა ჩემი მიზნები და გეგმები სისრულეში მოვიყვანო. ვაპირებ კარგი იურისტი გავხდე და ვიყო იმ თაობის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის’’, - ამბობს სტუდენტი.


ზურას მსგავსად ქუთაისში სრული დაფინასება არაერთმა აბიტურიენტმა მოიპოვა. გთავაზობთ  100 პროცენტიანი გრანტის მფლობელი ქუთაისელი აბიტურიენტების არასრულ სიას, რადგან გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია:

მარიამ გიგიაძე -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ნუცა გამეზარდაშვილი-დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი

ბაია ბედნელიანი - ISET

ნინო ნუცუბიძე - ISET

მარიამ გოგელაშვილი - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი( ფსიქოლოგია)

მარიტა ბასილაძე - შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი (საერთაშორისო ურთიერთობები)

ხატია ხუნწელია - შპს საქართველოს უნივერსიტეტი (სამართალმცოდნეობა)

ლილე მინდელი- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ეკონომიკა)
მათე თევზაძე- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.