ახალი ამბები
"ქუთაისის მერია „ტორპედოს“ ვალით არ დაიბრუნებს"
FaceBook

„ტორპედოს“ ქუთაისის მერია იბრუნებს. კლუბის ინვესტორმა და პრეზიდენტმა, ზაალ ჩაჩავამ "ტორპედოზე"  საბოლოოდ თქვა უარი.


მერიასა და ჩაჩავას შორის დავის საგანს ახლა ჩაჩავას მიერ კლუბისა და ქუთაისის მერიის წინაშე არსებული დავალიანება წარმოადგენს. ჩაჩავამ უნდა დაფაროს არამხოლოდ მისი  შესყიდვის ღირებულება, რომლის ნაწილიც,  170 000 ლარი,  ამ დრომდე არ გადაუხდია, ასევე, უნდა გაისტუმროს ყველა საბანკო თუ სახელფასო დავალიანება. ამასთანავე, მას მოუწევს  ხელშეკრულების  შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდაც, რომელიც მერიის ინფორმაციით, უკვე ცხრა თვეა  ყოველდღიურად ერიცხება, დღეში 300 ლარი ოდენობით.


თუ  იგი ამ თანხის  გადახდაზე უარს იტყვის, ქუთაისის მერია არ გამორიცხავს საქმე სასამართლომდე მივიდეს.


ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ კლუბს ვალის პირობებში არ დაიბრუნებენ.

„ზაალ ჩაჩავამ ითხოვა რამდენიმე დღე, რის შემდეგაც გადავწყვეტთ რა გზით წავალთ, იქნება ეს ვალის აღიარება   თუ სასამართლოს გზა. ქუთაისის მერია „ტორპედოს“ ვალით არ დაიბრუნებს, ჩაჩავას მოუწევს მისი აღიარება“, - განაცხადა მერის მოადგილემ, იუზა უგულავამ ქუთაისიპოსტთან საუბარში.

უკვე ცნობილია, რომ მას შემდეგ,  რაც „ტორპედოს“  100%-იან წილს ქუთაისის მერია დაიბრუნებს, კლუბის პრეზიდენტად თემურ ჩეჩელაშვილი დაინიშნება, რომელიც ერთხელ უკვე იყო ამ პოსტზე. მან   კლუბი მას შემდეგ  დატოვა, რაც ზაალ ჩაჩავამ „ტორპედო“ აუქციონზე შეისყიდა.



ზაალ ჩაჩავას  კლუბში  პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მან ფეხბურთელებისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში სახელფასო დავალიანების გადახდა ვერ შეძლო. ფინანსური კრიზისის  გამო „ტორპედო“ მიმდინარე წლის ზაფხულში 12-მა წამყვანმა ფეხბურთელმა, მნიშვნელოვანი მატჩების წინ დატოვა.

ჩაჩავას კლუბიდან  წასვლას ითხოვდნენ ფანკლუბის წევრები, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მან გუნდი დაშლის პირას მიიყვანა.

ზაალ ჩაჩავამ პრობლემების მოგვარების პირობა რამდენჯერმე დადო. იგი იმედს ჩინელ ინვესტორთა ჯგუფზე ამყარებდა, თუმცა,  საბოლოოდ თანამშრომლობა არ შედგა.


ორი წლის შემდეგ  „ტორპედო“ კვლავ ინვესტორის გარეშე დარჩა. ქუთაისის მერია კლუბს  ვეღარ დააფინანსებს, რადგან მასზე ზრუნვა  „ფეხბურთის განვითარების ფონდს“ ევალება, რომელიც  კლუბს  წელიწადში 800 000 ლარით აფინანსებს, რაც რეალურად მხოლოდ მისი  შენახვის ხარჯებია. რაც შეეხება ახალ ინვესტორს,  ქუთაისის მერიაში არ საუბრობენ იმაზე, არის თუ არა ვინმე დაინტერესებული „ტორპედოში“ ინვესტიციის ჩადებით.

 

ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ წელიწადში

 

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ტორპედო
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.