ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით
13 პირველკურსელი ისწავლის.
სასწავლებლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით ეს
მაჩვენებელი გაორმაგებულია. შარშან უნივერსიტეტს 100%-იანი გრანტით
მხოლოდ 6 სტუდენტი ჰყავდა.
70%-იანი გრანტით 16 სტუდენტი ჩაირიცხა, 50%-იანით - 147.
მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად წერეთლის
უნივერსიტეტში 1 500-მდე აბიტურიენტი ჩაირიცხა.
რაც შეეხება ფაკულტეტებს, დაწესებულების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ
სრულად დაკომპლექტდა მედიცინის ფაკულტეტი, ინგლისური ენა და
ლიტერატურის, ისტორია-არქეოლოგიის, სამართლისა და ელექტრული
ინჟინერიის სპეციალობა.
წერეთლის უნივერსიტეტში საერთო ჯამში 8 000-მდე სტუდენტი
ირიცხება.
მასალის გამოყენების პირობები