ქუთაისის მერია, მაღალი გამავლობის, ჯიპის მარკის ორ ავტომობილს ყიდულობს.
მერიამ ავტომობილების შესაძენად 62 000 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით, ავტომობილები უნდა იყოს არანაკლებ
2010 წლის გამოშვების. ფერი: ვერცხლისფერი, რუხი,
ნაცრისფერი ან შავი.
ქუთაისის მერიას ამ დროისთვის 22 ავტომობილი ემსახურება. მათგან შვიდი
ჯიპი. 71 000 ლარიანი ჯიპით გადაადგილდება ქალაქის მერი,
გიორგი ჭიღვარია.
ადგილობრივი თვითმმართელობა ავტოპარკის შესანახად ყოველწლიურად
ასი ათასობით ლარს ხარჯავს.
მასალის გამოყენების პირობები