ქუთაისის მერიამ ვაშინგტონის ჯიშის პალმებისა და ემონიუსის შეძენასა და დარგვისთვის ტენდერი მიმდინარე წლის 23 აგვისტოს გამოაცხადა. სამუშაოების ჩასატარებლად მერიამ 36 876 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები, ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
პარტიის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი, გოგი წულაია, ქუთაისის მერიის მიერ ვაშინგტონის ჯიშის პალმებისა და ემონიუსის შეძენის შესახებ გამოცხადებულ ტენდერს აკრიტიკებს.
"ამ ხელისუფლებამ მგონი არ იცის რა დღეშია ეროვნული ვალუტა და რა პრობლემებშია მოსახლეობა, რა დროს პალმების დარგვა და გალამაზებაა, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით, გადასარჩენია ქალაქი," - აცხადებს წულაია.
ქუთაისის მერიაში პარტია "თავისუფალი საქართველოს" კრიტიკას ეხმაურებიან. როგორც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი არამიზნობრივად არ იხარჯება.
„არ ვეთანხმებით ბატონ გოგის იმაშ,ი რომ ეს არამიზნობრივი ხარჯვაა. ეს არის ქალაქის იერსახეზე ზრუნვა. პალმები სხვადსახვა დროს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზიანდა. ამიტომ, სულ შევიძენთ 15 ე.წ ვაშინგტონის პალმას. ასევე 250 ბუჩქოვან ემონესიას. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო ასევე ადგილობვრივი მოსახლეობის მოთხოვნა“- განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა მალხაზ ბასილაძემ.
ქუთაისის მერიამ ვაშინგტონის ჯიშის პალმებისა და ემონიუსის შეძენასა და დარგვისთვის ტენდერი მიმდინარე წლის 23 აგვისტოს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 15 ცალი პალმისა და 250 ცალი ემონიუსის შესყიდვა, დარგვა და სხვა სამუშაოები "მიმწოდებელმა" ხელშეკრულების დადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მერიამ 36 876 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები