ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა ბულგარეთში
გამართულ საერთაშორისო კონკურსზე ცხრა პირველი ადგილი
აიღო.
კონკურსი ,,მსოფლიო, ხელოვნება და ზღვა" ბულგარეთის ქალაქ ვარნაში 3
დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც 18 ქვეყნის 400-მდე ბავშვი
მონაწილეობდა.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი საერთაშორისო კონკურსში ხატვის, ვოკალის
და ინსტრუმენტული მიმართულებით იყო ჩართული. ჟიურის გადაწყვეტილებით
ცენტრმა სხვადასხვა ნომინაციაში ცხრა პირველი ადგილი აიღო, საქართველო
კი საუკეთესო დელეგაციად დასახელდა.
,,18 ქვეყანას შორის საქართველომ წარმატებულად
იასპარეზა. ეს ჩვენი დიდი გამარჯვებაა. გვიხარია, რომ ქუთაისის
ახალგაზრდული ცენტრი აგრძელებს წარმატებების მოპოვებას ქვეყნის გარეთ
მსგავს კონკურსებში," - ამბობს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის
დირექტორი ნატალია პატარიძე.
კონკურსში მონაწილე ბავშვების ნაწილი თიბისი ბანკის სტიპენდიანტია.
დაახლოებით შვიდი თვის წინ, თიბისი ბანკის პროგრამის მიხედვით, ცხრა
ბავშვს 100 ლარის ოდენობის სტიპენდია დაენიშნა, მათგან ოთხი
ბულგარეთში გამართულ კონკურსში მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები