ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე
ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეუზღუდავად
შეძლებენ.
რაც შეეხება ბარათაშვილის ქუჩას, რომელიც
რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, შემოვლითი გზის ფუნქციას
ასრულებდა, მოძრაობა დაუბრუნდება ძველ სვლა გეზს, ის კვლავ ცალმხრივი
გახდება.
ასევე, აიკრძალება გველესიანის ქუჩიდან დუმბაძის ქუჩაზე გადაადგილება
ქალაქის ცენტრის მიმართულებით.
დუმბაძის ქუჩაზეც მოძრაობა ძველი სვლა გეზით აღდგება, ცალმხრივი
გახდება ცენტრიდან აღმაშენებლის გამზირამდე.
რუსთაველის გამზირის სრული რეკონსტრუქციის ფარგლებში შეიცვალა
სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდა, დამონტაჟდა
საგზაო უსაფრთხოების ნიშნულები. სამუშაოები რეგიონული განვითარების
ფონდიდან 3 მლნ ლარზე მეტით დაფინანსდა.
მასალის გამოყენების პირობები