ბოლონია და კიოლნი - ვიზეარი ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ ორ
მიმართულებას აანონსებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ქუთაისი-ბოლონია 2019
წლის ნოემბრიდან შესრულდება. ქუთაისი - კიოლნი კი 2020 წლის
ივლისიდან. ავიარეისები კვირაში ორჯერ განხორციელდება.
ბილეთების შეძენა კი ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე 23 აგვისტოდან იქნება
შესაძლებელი:
https://wizzair.com/ka-ge#/
გარდა ამისა, ნოემბრიდან გაიზრდება ფრენის სიხშირე მილანის
მიმართულებით: "ვიზეარი" ქუთაისის აეროპორტის მოგზაურებს კვირაში 4
რეგულარულ ავიარეისს შესთავაზებს. ხოლო 2019 წლის 12 დეკემბრიდან
დაიწყება პირდაპირი ფრენები ნიცაში.
მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ცნობილი გახდა რომ მსოფლიოს ერთ-ერთი
უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია
"რაინეარი" საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის
მიმართულებით როგორც ქუთაისის, ასევე თბილისის საერთაშორისო
აეროპორტიდან შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები