ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის
სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
პროექტს, რომლის ჯამური ღირებულება 19
მილიონი ლარია, საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური
განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა ახალი ოთხ
სართულიანი შენობის (მუზეუმის) მშენებლობა, ასევე, მოეწყობა
ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, და საოფისე
ოთახები ადმინისტრაციისათვის.
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ
ჩატარებია. პროექტის დასრულების შემდეგ, ის საერთაშორისო სტანდარტებს
გაუთანაბრდება და რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება.
მუზეუმი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირთათვის. ასევე, უკვე დაიწყო ვანის ცენტრალური მოედნის, არქეოლოგიურ
მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მის გასწვრივ არსებული ღობეების
სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამშენებლო სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად
შალამბერიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა
დირექტორმა გიორგი შენგელიამ და ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა
დაათვალიერეს.
მასალის გამოყენების პირობები