ქუთაისში, რუსთაველის ხიდის გვერდით არსებულ ნიკიტინის ქუჩაზე ახალი,
საავტომობილო გზა კეთდება.
აღნიშნული გზით რუსთაველის ხიდი გრიშაშვილის ქუჩას
დაუკავშირდება.
სამუშაოებს კომპანია შპს "ფარაონი" ასრულეს. მისი
წარმომადგენლის თქმით, ქუჩაზე, ასევე, იგეგმება, ორი პატარა სკვერის
გაშენება.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ გზის საფარის დასაგებად საჭირო
პირველადი სამუშაოები უკვე დაწყებულია, რისთვისაც ბიუჯეტიდან 280 000
ლარამდე იხარჯება.
26 წლის ქუთაისელი თამაზ ნიკიტინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს
ემსხვერპლა. ახალგაზრდა ჯარისკაცის ომში დაღუპვის შემდეგ ქუჩას, სადაც
ის ცხოვრობდა, მისი სახელი დაარქვეს.
მასალის გამოყენების პირობები