ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობაზე განთავსებული საათი,
მცდელობის მიუხედავად, ვერ გაასწორეს.
საათი ორ კვირაზე მეტია გაჩერებულია.
ადგილზე დასაქმებულების თქმით, იყვნენ მისულები მერიიდან,
რომლებიც საათის გასწორებას ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს და
ტერიტორია დატოვეს.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ საათის სპეციალურ მექანიზმს
სჭირდება შეკეთება. მათივე თქმით, საათის მუშაობა აღნიშნული
მექანიზმის შეკეთების შემდეგ აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები