ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედის მოთხოვნებს პასუხობენ
FaceBook
ქუთაისელი მარტოხელა დედის, მზექალა აბესაძეს მოთხოვნებს ქუთაისის მერიაში პასუხობენ და ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველის მიერ მერიის მისამართით წაყენებული ბრალდებები უსამართლოა.
სოციალურად დაუცველი მზექალა აბესაძე, ასთმით დაავადებული მცირეწლოვანი შვილის სამკურნალოდ ლაშიჭალაში დასვენების საგზურის დაფინანსებას ადგილობრივი თვითმმართველობიდან ითხოვს. როგორც მზექალა აბესაძე ირწმუნება, მას მიმდინარე წელს ქუთაისის მერიიდან ასთმით დაავადებული შვილის სამკურნალოდ არც დახმარება და არც საკურორტო საგზური მიუღია.
ქუთაისის მერიაში კი განმარტავენ, რომ მზექალა აბესაძემ, მიმდინარე წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამიდან დაბა ურეკში დასვენების საგზურით უკვე ისარგებლა.
"პროგრამა, რომლითაც ლაშიჭალაში დასვენების საგზურით ისარგებლებს სოციალურად დაუცველი მოქალაქე ადგილობრივ თვითმმართველობას არა აქვს, შესაბამისად,  ამ საგზურს ვერ მიიღებდა ვერც მზექალა აბესაძე, თუმცა მან მიმდინარე წელს ისარგებლა ურეკში დასვენების საგზურით, ასევე, ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან და სოციალური სამსახურიდან მოქალაქეს მიღებული აქვს სხვადასხვა დახმარებები, " - ამბობენ ქუთაისის მერიაში.
"ქუთაისიპოსტის" მიერ ინფორმაციის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მზექალა აბესაძემ მიმდინარე წელს, 25 ივლისიდან 4 აგვისტომდე, სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, დაბა ურეკში დასვენების საგზურით ისარგებლა. (საგზურის ღირებულება ორ პირზე შეადგენდა 700 ლარს)
გარდა ამისა, მედიკამეტებით უზრუნველყოფის პროგრამიდან სოციალურად დაუცველ მზექალა აბესაძეს მიმდინარე წლის 3 მარტს 100 ლარი, ხოლო სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში 560 ლარი აქვს მიღებული.
სოციალურად დაუცველი მზექალა აბესაძე ასევე სარგებლობს უფასო მგზავრობის ბილეთით და უფასო კვებით ქუთაისის მადლიერების სახლში.
სოციალურად დაუცველ მზექალა აბესაძეს გასულ წელს, ასევე ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან დახმარების სახით მიღებული აქვს 500 ლარი.
"მოქალაქემ შვილის ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა, თუმცა მიუხედავად ამისა მან, როგორც სოციალურად დაუცველმა ისარგებლა ყველა იმ პროგრამით, რაც რეალურად ეკუთვნოდა და მისი პრეტენზიები მერიის მისამართით აბსოლუტურად უსამართლოა,"- აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
როგორც მზექალა აბესაძეს მცირეწლოვანი შვილის მკურნალი მექიმი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, ბავშვის ლაშიჭალაში გადაყვანა აუცილებლობას არ წარმოადგენს.
"მზექალა აბესაძე სარგებლობს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, მისი მცირეწლოვანი შვილი ნამდვილად არის აღრიცხვაზე, თუმცა ის რომ ბავშვს ოთხი ჯვარი აქვს ღვიძლზე არ შეესაბამება სიმართლეს. შეტევები, რომელიც ასთმის პირობებში ავადმყოფს ახასიათებს, მისი სახლის პირობებში მოხსნა შესაძლებელია, რის ფონზეც მცირეწლოვანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება" - ამბობს მცირეწლოვანის მკურნალი ექიმი ნატალია ვოლკოვა.
ქუთაისში ავტომშენებლის N 7 ში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მზექალა აბესაძე ირწმუნება, რომ მას ქუთაისის მერიიდან მიდმინარე წელს დახმარებით არ უსარგებლია.
სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვანი შვილის სამკურნაოდ ლაშიჭალაში დასვენების საგზურს ითხოვს.
ანა ჯანაშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.