ქუთაისში 19 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან 22 აგვისტოს 21:00
საათამდე მოსწავლე ახალგაზრდობის პარკიდან, სულხან-საბას ქუჩის
კვეთამდე ავტომობილების გადაადგილება შეწყდება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სულხან-საბას ქუჩის მიმართულებით
ავტომობილები მოძრაობას, ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან,
გუგუნავას ქუჩის გავლით შეძლებენ.
შეზღუდვები გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით არის
გამოწვეული.
ქუთაისში გზის საფარის რეაბილიტაციის გამო მძღოლებს ქალაქის ცენტრალურ
ქუჩებზე
გადაადგილება უჭირთ. ორ თვეზე მეტია 15-მდე ქუჩა გზის საფარის
სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გადათხრილია.
გზის საფარის ნაწილს საგზაო დეპარტამენტი, ხოლო ნაწილს რეგიონალური
განვითარების ფონდი ახორციელებს. მერიაში განმარტავენ, ერთდროულად
ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება უბრალოდ დამთხვევაა.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილის თქმით,
ქუჩების უმეტესი ნაწილის რეკონსტრუქცია აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები