ვიზიტორების გაზრდილი მოთხოვნის გამო, 6 ყველაზე პოპულარულ დაცულ
ტერიტორიაზე, სამუშაო საათები გახანგრძლივდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, გახანგრძლივებული რეჟიმით
სექტემბრის ჩათვლით იმუშავებენ.
დამთვალიერებლებს პრომეთეს, ნავენახევის მღვიმისა და მარტვილის,
ოკაცეს კანიონისა და ოკაცეს ცანჩქერის მონახულება 10:00-დან -
19:00-მდე შეეძლებათ.
სათაფლიაზე ეკოტურისტული ობიექტი ყოველდღე, 10:00-19:00 საათამდე,
დასვენების დღის გარეშე მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები