ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებსა და სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას შორის შეთანხმება შედგა.
ზესტაფონის სოფელ ძირულასთან, ავტობანის სამშენებლო სამუშაოებზე
დასაქმებული 150 მუშა 16 აგვისტოს გაიფიცა. ისინი სამუშაოების
მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ სამუშაო საათების გაზრდას
აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ამის სანაცვლოდ კომპანიამ
მიზერულად გაუზარდათ ანაზღაურება. გაფიცულები შეუსაბამო სამუშაო
პირობებზეც საუბრობდნენ. მათი თქმით, შესვენების დროს
სადილისთვისაც კი არ ჰქონდათ სათანადო პირობები და
საჭმელს ქუჩაში ჭამდნენ.
მასალის გამოყენების პირობები