სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე,
თერჯოლის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გელა
ქ., ხოლო ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქეები - კახი კ. და გია
მ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ კახი კ-მ და გია მ-მ, უნებართვო მშენებლობებისათვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევის და რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ გელა ქ-ს ქრთამის სახით შესთავაზეს და მოგვიანებით გადასცეს 1000 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები