საქართველოში ოქროს ფასი
გაიზარდა.
გასული წლის ამ პერიოდთან
შედარებით წელს უმაღლესი ხარისხის ოქრო 16 ლარით გაძვირდა.
999 სინჯის ოქროს ფასი დღეის მდგომარეობით, 115.6 ლარია, მაშინ როცა
გასული წლის ივნისის მდგომარეობით, 99 ლარი ღირდა.
ოქროს ფასმა მოიმატა მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე. გუშინდელი ვაჭრობის
შედეგად Comex-ის ბირჟაზე დეკემბრის მიწოდების ფიუჩერსებზე ოქროს
ფასმა 0,65%-ით მოიმატა და 1 უნციაზე 1,527 დოლარს მიაღწია.
ბოლოს ამ ნიშნულზე ოქროს ფასი 2013
წელს დაფიქსირდა.
გაძვირდა ვერცხლიც. სექტემბრის
მიწოდების ფიუჩერსებზე ფასმა 1,27%-ით მოიმატა და ერთ უნციაზე 17,288
დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსების განცხადებით, ოქროს ფასის ზრდას
ხელს უწყობს აშშ-ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომი და მსოფლიოს
საფონდო ბირჟებზე ინდექსების კლება.
წყარო: bpn.ge
მასალის გამოყენების პირობები