ჭიათურაში ბავშვს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.
შემთხვევა წუხელ მოხდა. 14 წლის მოზარდი აბაზანაში შედიოდა, როდესაც
დენმა დაარტყა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
"საავადმყოფოში გადაიყვანეს , მაგრამ არაფერმა უშველა", -
ამბობენ ადგილობრივები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
115 მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები