გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული პირები ჯგუფურად, დიდი
ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, დაშინებით, ფიზიკური
ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 1994 წელს დაბადებულ
მოქალაქეს უკანონოდ სძალავდნენ ონლაინ ტოტალიზატორში მოგებული
ავტომანქანის - „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს“ ღირებულების ერთ მესამედს
- 10 000 აშშ დოლარს.
გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
მასალის გამოყენების პირობები